ფერდინანდი მაგუაიერს აკრიტიკებს: "ასეთი მცირე შეცდომები საბოლოოდ დიდი მომენტის შექმნას იწვევს"
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში 23-ე ტურის შეხვედრა გამართა და „ბარნლის“ სტუმრად 1:1 ეთამაშა. რალფ რანგნიკის გუნდმა მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.
გაშვებული გოლის მომენტში ჰარი მაგუაიერმა უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს თავი ბავშვივით მოატყუებინა. BT Sport-ის ეთერში რიო ფერდინანდმა მაგუაიერი გააკრიტიკა.
„აი მაკტომინეი, ის შენი დაზღვევაა, მაგუაიერს რაც უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ მეტოქეზე შეტევა, ზეწოლა გაეგრძელებინა, მაგრამ მას არ უნდა გადაეჭარბებინა. როგორც კი მან ზედმეტად მოინდომა შემდეგ ეს მოხდა. შესანიშნავი ცრუმოძრაობა, პასი ნამდვილად დიდოსტატური იყო. ეს, რომ დე ბრუინს გაეკეთებინა (ვეიგჰორსტის პასი) ყველანი გავგიჟდებოდით.
ამ შეხებამ, ამ ნაბიჯმა მაგუაიერი ეპიზოდს მთლიანად გამოთიშა. არ მგონია, რომ ის იმდენად სწრაფია იმისთვის, რომ შემდეგ უკან ჩასვლა მოესწრო და ეპიზოდზე გავლენა მოეხდინა.
მის წინ ტანმაღალი ცხრა ნომერი იმყოფებოდა, რომელსაც მაკტომინეი დაცვაში დაზღვევას უკეთებდა. ასეთი მცირე შეცდომები საბოლოოდ დიდი მომენტის შექმნას იწვევს“.
- აღნიშნა ფერდინანდმა.
მაგუაიერმა მატჩის შემდეგ პრესასთან შეხვედრა ასე შეაფასა:
„ჩვენი მხრიდან გულდასაწყვეტი გოლი იქნა გაშვებული. მეორე ტაიმში ცოტა დაუდევრად გამოვიყურებოდით. საკმარისი დრო გვქონდა, რომ დავბრუნებულიყავით.
ჩვენ საკუთარ თავს ყოველ შეხვედრაში გამარჯვებას ვთხოვთ. ასე რომ, ეს იმედგაცრუება იყო“.
რიო ფერდინანდმა მაგუაიერს როგორც კაპიტანს, რთულ მომენტებში მეტი მოსთხოვა.
„ვფიქრობ ის და ვარანი პირველ ტაიმში თავიანთ თავში დარწმუნებულები იყვნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ასე აღარ იყო. შენ შეგიძლია ამოცანა გაამარტივო, თუ საფუძვლებს სწორად შეასრულებ, მაგრამ მათ ეს არ გაუკეთებიათ. მათ ბურთი დათმეს, ინტენსივობა დაკარგეს. ჰარის ნაწილშიც.
დახურულ კარს მიღმა ის პასუხისმგებლობას აიღებს, მას არ სჭირდება აქ გამოსვლა და გაგიჟება. იგი ამას გაუმკლავდება“.
მაგუაიერს მიმდინარე სეზონში ინგლისური პრესა საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს, რადგან ფეხბურთელი მათ ამის საბაბს რეგურალურად აძლევს ხოლმე. „ბარნლისთან“ დაკარგული 2 ქულის შემდეგ, „იუნაიტედმა“ ოთხეულში მოხვედრის შანსები გაიუარესა. „ტოტენჰემს“ მათზე 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა. ასევე 2 თამაშით ნაკლები აქვს „არსენალსაც“. პოტენციურად რანგნიკის გუნდი შესაძლოა მე-7 ადგილამდე დაქვეითდეს.