რუნი: "ერთხელ ტერის ფეხზე ხვრელი დავუტოვე, ვიცოდი, რომ მოგვიგებდნენ"
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა და „დერბი ქაუნთის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ 2006 წელს „ჩელსისთან“ მატჩში უცნობი დეტალების შესახებ ისაუბრა.
„ვიცოდით, რომ თუ ჩელსი მოიგებდა, იმ დღეს ლიგასაც მოიგებდნენ.
ჩემი კარიერის ბოლო წლებში დერბიში ყოველთვის მეცვა პლასტმასის შიპები მეტალის დაბოლოებებით. ჩელსისთან შეხვედრისთვის კი ისინი მსხვილი, გრძელი, მეტალის, მაქსიმალური სიგრძით შევარჩიე, რადგან მინდოდა ვინმე დამეშავებინა, ვინმეს ტრავმა მიეღო.
ვიცოდი, რომ ისინი მოიგებდნენ ამ თამაშს. მეჩვენებოდა, რომ იმ დროისთვის ჩელსი საუკეთესო გუნდი იყო, ამიტომ მე შიპები შევცვალე.
ჯონ ტერიმ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. მე მას ფეხზე ხვრელი დავუტოვე. მატჩის შემდეგ მას ჩემს მაისურზე ხელი მოვუწერე და რამდენიმე კვირის შემდეგ გავუგზავნე და ვთხოვე, რომ ჩემი შიპები უკან დაებრუნებინა.
თუ თქვენ მათი ზეიმის კადრებს დააკვირდებით დაინახავთ, რომ ტერი ყავარჯნებით არის“.
ჯონ ტერიმ ამ ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელში რუნის ასე უპასუხა: „ეს ის შემთხვევაა, როცა შენი შიპები ჩემს ფეხში დატოვე?“
???????? @WayneRooney is this when you left your stud in my foot? ???? https://t.co/sSJH7AwCTK
— John Terry (@JohnTerry26) February 7, 2022
ინტერვიუს შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რუნის ამ სიტყვებთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა.