ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

მინიმუმ მუნდიალამდე რჩება - ვინისიუსმა წასვლა გადაიფიქრა

ვინისიუს ჟუნიორსა და მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებს შორის 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი სამეფო კლუბიდან წასვლას აპირებს. პირიქით, სამხრეთ ამერიკელი თვლის, რომ მისი ადგილი ესპანეთის დედაქალაქშია და ახალი სეზონის წინ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA-ს ცნობით, ვინი დარწმუნებულია, რომ ჩაბი ალონსოს ტაქტიკურ სქემაში მისთვის ადგილი მოიძებნება, რის გამოც ბრაზილიელის აგენტმა საუდის არაბეთის კლუბებთან მოლაპარაკებები შეაჩერა. გარდა ამისა, ჟუნიორს სურს მომავალ ზაფხულს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს მაქსიმალურად კარგ კონდიციებში შეხვდეს და აზიაში გადაბარგებაზე მხოლოდ მუნდიალის დასრულების შემდეგ დაფიქრდება.

ცნობისათვის, ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 322 შეხვედრაში თავი 106 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი ენდრიკის განათხოვრებას აპირებს
რეალი ენდრიკის განათხოვრებას აპირებს