საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძის საგოლე პასი და დამწუხრებული კეილორ ნავასი | ეს საბას დროა

ჩრდილოეთ და სამხეთ ამერიკის ლიგის მეორე ტურში მექსიკურმა „პუმასმა’’ „ატლანტა იუნაიტედს’’ 3:2 მოუგო.

MLS-ის კლუბის ორივე გოლი საბა ლობჟანიძის აქტიურობას მოჰყვა, 35-ე წუთზე მახვილი კუთხიდან დაარტყა, კეილორ ნავასის ავტოგოლი დაფიქსირდა, ამ გოლით ანგარიში გათანაბრდა - 1:1. 43-ე წუთზე ლობჟანიძის საგოლე პასის შემდეგ ემანუელ ლატემ „ატლანტა’’ დააწინაურა. ქართველი შემტევი 70-ე წუთზე, 2:2-ზე შეცვალეს. თავის გუნდში საბა საუკეთესო იყო.

 

ლობჟანიძემ კალათბურთელ დამიან ლილარდის აღნიშვნას ხშირად იმეორებდა, საათზე მიანიშნებდა. ფეხბურთელი ამ ჟესტით გულიხმობდა, რომ ახლა მისი დროა. მატჩის კომენტატორებმა საბას ეს აღნიშვნა გაიხსენეს და რამდენჯერმე თქვეს: „ეს საბას დროა''.

30 წლის გარემარბმა MLS-ის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 7 საგოლე პასი შეასრულა, გოლი არ გაუტანია. ჩრდილოეთ და სამხეთ ამერიკის ლიგის ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები