გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის მაგარი მატჩი ბაიერნთან - გოლთან და ასისტთან იყო ახლოს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ამხანაგურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. „ალიანც არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „რეკორდმაისტერმა“ გაიმარჯვა - 2:1.

მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში ორი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. 21-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დასარტყმელ პოზიციაზე აფონსო მორეირა გაიყვანა, თუმცა მის დარტყმას მანუელ ნოიერის კართან ხიფათი არ მოჰყოლია. 38-ე წუთზე უკვე თავად მიქაუტაძე ურტყამდა საჯარიმოს გარედან, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

53-ე წუთზე „ლიონის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაიკლ ოლისემ გამოიყენა, 62-ე წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე მიქაუტაძემ ტექნიკური პასით საელ კუმბედი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ფრანგმა მცველმა იონას ურბიგს ვერ აჯობა.  83-ე წუთზე ალეხანდრო გომესმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მატჩის გადარჩენა „ლიონმა“ ვეღარ შეძლო.

მიქაუტაძე ფონსეკამ 82-ე წუთზე შეცვალა, Sofascore-მა კი ქართველი ფორვარდის თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 მოგებული ორთაბრძოლა, 29 შეხება ბურთთან, 19-დან 15 ზუსტი პასი (79%), 2 საკვანძო პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 2 დარტყმა კარისკენ და 1 ჩაჭრა. მიქაუტაძემ 8-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაჯარიმდა და მეტოქესაც ერთხელ დაარღვევინა წესები.

მიქაუტაძის გამორჩეული მომენტები:

ლიგა 1-ის დაწყებამდე „ლიონი“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 9 აგვისტოს გამართავს. მიქაუტაძის გუნდის მეტოქე ესპანური „ხეტაფე“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბრიტანული მედია: „უოტფორდის წარმატება ჩაკვეს შენარჩუნებაზეა დამოკიდებული“
ბრიტანული მედია: „უოტფორდის წარმატება ჩაკვეს შენარჩუნებაზეა დამოკიდებული“