ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ფორვარდს კარგი მომენტი შეუქმნა | ლოჩოშვილის დებიუტი მე-2 ბუნდესლიგაში

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონის პირველ ტურში „ელფერსბერგმა’’ 90-ე წუთზე გატანილი გოლით „ნიურნბერგს’’ 1:0 მოუგო.

სტუმართა შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა, სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებელი და  საიმედო იყო.

მიროსლავ კლოზემ „ნიურნბერგი’’ სამი ცენტრალური მცველით ათამაშა, ლუკა მარცხენა ცენტრალური მცველი იყო. ამ პოზიციაზე მას არაერთხელ უთამაშია, მათ შორის მის ყოფილ კლუბ „კრემონეზეში’’. მატჩის მეორე წუთზე ლოჩოშვილმა შეტევაში იაქტიურა და თავით კარგი პასი შეასრულა, თუმცა 17 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა არტემ სტეპანოვმა ახლო მანძილიდან ძალიან ცუდად დაარტყა. ამ მომენტის შემდეგ ლუკამ სტეპანოვი გაამხნევა.

ლუკამ მინდორზე 7-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 4-დან - 2. ქართველმა ფეხბურთელმა 34-დან 30 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 1 საკვანძო პასია, როცა სტეპანოვს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი შეუქმნა. გაშვებული გოლი ლოჩოშვილის შეცდომას არ მოჰყოლია.

მეორე ტურის მატჩს „ნიურნბერგი’’ საკუთარ კედლებში „დარმშტადტთან’’ 8 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
2 აგვისტოს სატრანსფერო ზონა