„წლის ბოლომდე ვეღარ შევძლებ“ - ჰოლოუეიმ პაუზა აიღო
სხვა ბევრ მებრძოლთან ერთად, მაქს ჰოლოუეიც ფიქრობს, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში სატიტულო ბრძოლის შანსი მანაც უნდა მიიღოს, თუმცა UFC-ის ხელმძღვანელები „დალოცვილს“ ამაზე რომც დათანხმდნენ, სავარაუდოდ წლის ბოლომდე მაინც ვეღარ შეძლებს, რის მიზეზებზეც თავად ისაუბრა.
რას ამბობს ჰოლოუეი
რა იქნება შემდგომში? იქნება ძალიან მაგარი თუ ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მომცემენ, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას შემოდგომაზე დავთანხმდები, ძალიან ცდება, რადგან წლის ბოლომდე ხელის ტრავმაზე უნდა ვიმკურნალო. ექიმთან ვიზიტი ამ კვირაში მაქვს დაგეგმილი, თუმცა წინასწარვე ვიცი, რომ საქმე ძალიან რთულადაა - სულელური ტრავმა მივიღე, რამაც ძალიან უკან დამხია.
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი ოქტაგონში რამდენიმე კვირის წინ შევიდა და დასტინ პორიე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, რის შემდეგაც ილია თოფურიასთან რემატჩის ჩანიშვნის სურვილი საჯაროდ გამოთქვა.