იტალიის თასის ფინალის თარიღი შეიცვალა
იტალიის თასის ფინალური შეხვედრა 2 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა 17 მაისს ჩატარდება.
ამის მიზეზი ტურინის "იუვენტუსის" მიერ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში გასვლაა, რომელიც 3 ივნისსაა დაგეგმილი.
ოთხშაბათს, 17 მაისს, იტალიის თასის ფინალურ მატჩში, "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუპირისპირდება.