Marca:
Aa
Aa

Marca: "რეალი" ვინისიუს ჟუნიორს მოელაპარაკა!

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, "რეალმა" ბრაზილიელი ტალანტის, ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერი შეათანხმა.

16 წლის ფეხბურთელი "ფლამენგოსთან" თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ამ კვირაში გააფორმებს და ეს ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ჟუნიორი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდება და თამაშს იქ გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, მხარეებმა ამაზე უკვე მოილაპარაკეს. რაც შეეხება თანხას, "სამეფო კლუბი" დაახლოებით 45 მილიონ ევროს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები