საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ერთ-ერთ ფრანგულ ლიგაში ფეხბურთს თამაშობდა
Aa
Aa

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ერთ-ერთ ფრანგულ ლიგაში ფეხბურთს თამაშობდა

საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ფრანსუა ოლანდს ემანუელ მაკრონი ჩაანაცვლებს. 

მაკრონმა გუშინ ჩატარებული არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. იგი 39 წლისაა.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ ამჟამად უკვე პრეზიდენტი, 2006-2007 წლებში საფრანგეთის რეგიონალური ლიგის ერთ-ერთ გუნდში იყო რეგისტრირებული და აქტიურ სპორტში გახლდათ ჩართული.

მაკრონი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და საფეხბურთო კლუბ "პარიზის" ღირსებას იცავდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები