კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - სეზონის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელები
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - სეზონის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, შარშანდელის მსგავსად, პანდემიის შედეგად მიღებული რეალობის გათვალისწინებით, წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება. გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) და ვებგვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან.

რამდენიმე წუთის წინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი გახდა ცნობილი:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა გაგნიძე (დილა), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა)

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი).

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრების გარდა, სეზონის საუკეთესო მეკარისა და მცველის ვინაობაც გაირკვა.

ნომინანტები (მეკარეები): ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა გორი), ოთო გოშაძე (საბურთალო).

ნომინანტები (მცველები): ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ), მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), ოლეკსანდრ აზაცკი (დინამო თბ). გამარჯვებულები: ლაზარე კუპატაძე, ირაკლი აზაროვი

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი და თავდამსხმელი

ნომინანტები (ნახევარმცველები): სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა გორი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ).

ნომინანტები (თავდამსხმელები): ზორან მარუშიჩი (დინამო თბ) გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ), სერგო კუხიანიძე (სამგურალი).

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი - ზორან მარუშიჩი

ბომბარდირთა სამეული: ზორან მარუშიჩი (დინამო თბ - 16 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ - 13 გოლი), გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ - 13 გოლი). საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, დინამო თბილისის ზორან მარუშიჩის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ: უსმანე კამარა (დილა გორი), ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბთ).

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე

ნომინანტები: გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმი), ანდრი დემჩენკო (დილა გორი),  გიორგი მიქაძე (თელავი).

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ზორან მარუშიჩი

ნომინანტები: ზორან მარუშიჩი (დინამო თბ), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ), ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ).

შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასში პერსპექტიულ მეკარეს ხედავენ
„მასში პერსპექტიულ მეკარეს ხედავენ" - AS მამარდაშვილზე წერს