„ლიგის საგზური აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ“ - ალეგრიმ გეგმები გაამჟღავნა
მომდევნო სეზონში „მილანს“ მხოლოდ შიდა ასპარეზზე, სერია A-სა და კოპა იტალიაზე მოუწევს თამაში, რადგან ლომბარდიულმა გრანდმა გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, როსონერის ტიფოზები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდა, რომელსაც თავის დროზე საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა და ახლაც საკმაოდ დიდი იმედი აქვს იმისა, რომ მის ხელში შავ-წითლები შედეგიანად ათამაშდებიან.
მასიმილიანო ალეგრი
მიხარია, რომ მაიკ მენიომ დარჩენა გადაწყვიტა, რადგან ის გუნდის კაპიტანი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. უნდა აღვნიშნო რაფაელ ლეაოს დიდსულოვანი საქციელიც, რომელიც ასევე ჩვენთან იქნება და ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ კიდევ უფრო სრულყოფილ ფეხბურთელად და ლიდერად იქცეს.
ველოდებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულებასა და ლუკა მოდრიჩის საბოლოო პასუხს. უკვე ჩვენთან არიან რიჩი, ლოფტუს-ჩიკი და ფოფანა და გადაწყვეტილი მაქვს სამი ნახევარმცველით ვითამაშოთ. რაც შეეხება თეო ერნანდესის „ალ-ჰილალში“ წასვლას, მან თავისი არჩევანი გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ.
მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, რადგან „მილანის“ ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბი სწორედ ასეთი კალიბრის ტურნირზე უნდა ასპარეზობდეს. ჩემპიონატის სტარტზევე მივხვდებით, სად ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია - მთავარია თითოეულ მატჩში სამი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
ცნობისათვის, მასიმილიანო ალეგრი „მილანში“ 2010-2014 წლებში მუშაობდა და გუნდს თითოჯერ სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.