„გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე ხალხს ჰგონია“ - მალმიოს მწვრთნელი იბერიაზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის ჩემპიონს, „მალმიოს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „მალმიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰენრიკ რიდსტრომმა კლუბის პრესსამსახურთან „იბერიასთან“ მატჩზე ისაუბრა და ქართული კლუბი შეაქო.
რას ამბობს რიდსტრომი:
„ჩვენი მეტოქე შიდაჩემპიონატში გაცილებით ძლიერია, ვიდრე ყველას ჰგონია, საკუთარ მოედანზე კი უფრო ძლიერები იქნებიან. იმის მიუხედავად, რომ ისინი ჯგუფურ ეტაპზე არ გასულან, ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ჩემპიონატს თითქმის ყოველ წელს იგებენ, ან საპრიზო ადგილზე ასრულებენ და საკვალიფიკაციო მატჩებს კარგად თამაშობენ. უმეტეს შემთხვევაში, მათთვის საშინაო თამაშები საკმაოდ ხშირად დადებითი შედეგებით სრულდება, ან თუ აგებენ, უფრო ხშირად გვიან გაშვებული გოლით. სტუმრად თამაშების დროს კი უფრო დიდი პრობლემები ხვდებათ. ამის გათვალისწინებით, ველი, რომ ჩვენი დაცვითი ძალების სრულად გამოყენება მოგვიწევს და ამ გზით სტაბილურები ვიქნებით“.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 8 ივლისს გაიმართება, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა Abaula.ge-ზეა შესაძლებელი. ასევე, მატჩის დღეს 13:00 საათიდან სალაროები იმუშავებს. გუნდები საპასუხო მატჩს მალმიოში, „ელედაზე“ 15 ივლისს გამართავენ.