აზერბაიჯანში კიდევ ორი წლით - პაპუნაშვილი ზირაში დარჩა
გიორგი პაპუნაშვილმა „ზირასთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფეხბურთელმა ხელმძღვანელობასთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
29 წლის ქართველი ნახევარმცველი „ზირაში“ 2024 წლიდან თამაშობს და თავის პირველივე სეზონში საკუთარი შესაძლებლობები არაჩვეულებრივად გამოავლინა. პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 7 გოლი გაიტანა და თანემემამულე დავით ვოლკოვთან (11 გოლი) ერთად, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.
ცნობისათვის, გიორგის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 17 შეხვედრაში, საიდანაც ძირითადში მხოლოდ ოთხი დაიწყო, სამი გოლი აქვს გატანილი.