რომელი სტადიონი უმასპინძლებს ერთა ლიგის მატჩებს? - იაშვილის განმარტება
Aa
Aa

რომელი სტადიონი უმასპინძლებს ერთა ლიგის მატჩებს? - იაშვილის განმარტება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მომავალი, 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.

ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ამ ეტაპზე მეტოქეების ვინაობა ცნობილი არ არის, შემდეგ კი, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის ციკლს დაიწყებს.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი იყო, რომელმაც მომავალი, ამხანაგური მატჩებისა და UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა. საუბარი შეეხო შეხვედრების მასპინძელი სტადიონის საკითხსაც:

ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრების მატჩები თბილისშიც იქნება, თუმცა რომელი შეხვედრები, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თბილისშიც ითამაშოს, ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გულშემატკივარი თბილისსა და ბათუმში, ორივე სტადიონზე გავახაროთ.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ბათუმში მართავდა, ხოლო ამხანაგურ შეხვედრაში, უზბეკეთს გორში უმასპინძლა.

UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრები C ლიგის მე-4 ქვეჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოსო ფრუიძე წყალტუბოს სამგურალს ტოვებს
სოსო ფრუიძე წყალტუბოს სამგურალს ტოვებს