the Guardian: მაჰრეზი სეზონის ბოლოს "ლესტერს" დატოვებს!
ბრიტანული the Guardian-ის ინფორმაციით, ინგლისის მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს" სეზონის ბოლოს თავისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რიად მაჰრეზი დატოვებს.
როგორც იწერება, მაჰრეზს წასვლა გასულ ზაფხულსაც უნდოდა, თუმცა "ჩემპიონთა ლიგის" ფაქტორმა საქმე "მელიების" სასარგებლოდ გადაწყვიტა. გვახსოვს, რომ ალჟირელის გადაბირება "ლივერპულს" სურდა.
იმავე the Guardian-ის თქმით, "კინგ პოუერ სთედიუმიდან" მაჰრეზთან ერთად დემარაი გრეიც აიბარგება.