აეროპორტში დახვედრა - ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით საქართველოში დაბრუნდა.
ქართველ ძალოსნებს აეროპორტში ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ლაშა ტალახაძე - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი
შოთა მიშველიძე - ვერცხლის პრიზიორი
გიორგი ასანიძე - ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედლის აღება შეძლეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მე-5 მოიგო და ჩემპიონატი როგორც მოსალოდნელი იყო მსოფლიო რეკორდებით დააგვირგვინა. გარდა ამისა ტალახაძე შეჯიბრის საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდ პანდემიის გამო 1 წლის დაგვიანებით მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა.
ასევე ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.