ლევანდოვსკის და მიულერის რეკორდები 2021 წელს
Aa
Aa

ლევანდოვსკის და მიულერის რეკორდები 2021 წელს

ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „შტუტგარტი“ (5-0) დაამარცხა.

რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ახლა უკვე მიმდინარე კალენდარულ წელს პოლონელს გერმანიის ჩემპიონატში 42 გოლი მოუგროვდა. ეს კი ლეგენდარული გერდ მიულერის მიერ 1972 წელს დამყარებული რეკორდის გამეორება გახლავთ.

წლის ბოლომდე „ბაიერნი“ 17 დეკემბერს კიდევ ერთ ლიგის მატჩს გამართავს „ვოლფსბურგთან“ და პოლონელს რეკორდის დამხობის საშუალება მიეცემა.

ამავე შეხვედრაში 53-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ თომას მიულერის პასით გოლის გატანა შეძლო, რაც გერმანელისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მე-12 წარმატებული საგოლე გადაცემა გამოდგა. ამ მაჩვენებლით მან ბუნდესლიგის პირველი წრის რეკორდი დაამყარა. ამ სტატისტიკას 2004/05 წლების სეზონიდან ითვლიან.

ვინ რამდენი გაიტანა 2021 წელს

ლევანდოვსკიმ „შტუტგარტთან“ გატანილი გოლის შემდეგ კალენდარულ წელში უკვე 68 ბურთი მოაგროვა, რაც მას ერთპიროვნულ ლიდერად აქცევს.

2021 წელს გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე კილიან მბაპეა, რომელმაც 49 გოლი გაიტანა.

შემდეგ მოდის ერლინგ ჰოლანდი (47), კრიშტიანუ რონალდუ (46) და კარიმ ბენზემა (45). ლიონელ მესის ანგარიშზე წელს 43 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო:
პოჩეტინო: "ჩვენ საკმარისი კლასი გვაქვს იმისთვის, რომ რეალი გავიაროთ"