ბენზემა:
Aa
Aa

ბენზემა: "პსჟ-ს პირველი და მეორე მატჩიც უნდა მოვუგოთ"

მადრიდის „რეალის" ლიდერმა ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა, რომლის შემდეგაც მადრიდული კლუბი პსჟ-ს დაუპირისპირდება.

„ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა მატჩი, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვიყოთ. ვიცით, რომ პსჟ დიდი გუნდია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება.

ეს ის მატჩია, რომელშიც ყველას სურს მონაწილეობა. ჩვენ ვაპირებთ როგორც პირველი, ასევე მეორე მატჩის მოგებას. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა.

ახლა ალბათ ვარ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ფორმაში. ყოველ დღე ვცდილობ გავუმჯობესდე, გავაგრძელო საკუთარ თავად ყოფნა, ვისარგებლო იმით, რაც ხდება და დავეხმარო გუნდს გამარჯვებაში“,

- თქვა ბენზემამ As-ის მიხედვით წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მიღებისას დაჯილდოების ცერემონიაზე.

მერვედფინალურ დაპირისპირება მაურისიო პოჩეტინომაც ისაუბრა:

„ჩვენ რთული ორმატჩიანი დაპირისპირება გველის, რადგან ამ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი და შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. მადრიდის რეალი მიჩვეულია ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ისტორიისა და დიდი გამოცდილების მქონე კლუბია. ცხადია, ძალიან გაგვიჭირდება.

ჩვენ ყოველთვის დარწმუნებული ვართ ჩვენს ფეხბურთელებში. ჩვენ გვაქვს საკმარისი კლასი, რომ გავიაროთ მადრიდის რეალი. ეს არის პსჟ-ს მიზანი.

თებერვალში ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ამ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, თითოეულ მოთამაშესთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩი პსჟ-სა და „რეალს“ შორის 2022 წლის 15 თებერვალს პარიზში გაიმართება. საპასუხო მატჩი 9 მარტს მადრიდში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს