ფილტვების მდგომარეობა დაუმძიმდა - კიმიხმა გადაწყვიტა აიცრას
Aa
Aa

ფილტვების მდგომარეობა დაუმძიმდა - კიმიხმა გადაწყვიტა აიცრას

„ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ ფილტვების პრობლემებს ებრძვის და უკვე რამდენიმე დღეა მკურნალობს, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა და შესაძლოა გერმანელმა იანვრამდე მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხოს.

გერმანული ZDF-ის ცნობით, ვითარებიდან გამომდინარე კიმიხმა, რომელიც ვაქცინირებული არ არის გადაწყვიტა, რომ აიცრას.

„ამდენი ხნის განმავლობაში გადაწყვეტილება მიღებული არ მქონდა, რადგან ეჭვების გამო ამის გაკეთება უბრალოდ გამიჭირდა“,

- განუცხადა კიმიხმა ZDF-ს.

შეგახსენებთ, რომ კიმიხი იყო „ბაიერნის“ ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, რომლებმაც უარი თქვეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. მისი თქმით, ვაქცინაცინის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სურდა ამ პროცესის გრძელვადიანი შედეგების შესწავლა და გადაწყვეტილება შემდეგ მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ იოზუა კიმიხი მოედანზე 2022 წლის იანვრამდე ვერ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა კოუტინიოსა და უმტიტის კონტრაქტებს გაუწყვეტს, რათა ტორესი და კავანი გაიფორმოს
ბარსა კოუტინიოსა და უმტიტის კონტრაქტებს გაუწყვეტს, რათა ტორესი და კავანი გაიფორმოს