,,საფეხბურთო ჯოჯოხეთს მოვაწყობთ
Aa
Aa

,,საფეხბურთო ჯოჯოხეთს მოვაწყობთ" - ტორპედოს გულშემატკივარი გადამწყვეტ მატჩზე

ქუთაისის ტორპედო ეროვნულ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან მარტვილის მერანს შეხვდება და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.

განმეორებითი მატჩის წინ, ტორპედოს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან გუნდმა პირველი შეხვედრა მერანის წინააღმდეგ ორბურთიანი სხვაობით დათმო (2-0), შესაბამისად, ქუთაისში მძიმე ბრძოლა ელის.

მომავალი, უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, გულშემატკივარმა საყვარელი კლუბი გაამხნევა და მეტოქეს ქუთაისში ,,საფეხბურთო ჯოჯოხეთის" მოწყობას დაპირდა.

იმდენჯერ გადავრჩით, იმდენს გავუძელით, იმდენი გამოვიარეთ ერთად, რომ უბრალოდ არ გვაქვს უფლება წყალში მაშინ ჩავყაროთ ეს ყველაფერი, როცა გუნდს პატრონი გამოუჩნდა.

100 პროცენტი საკმარისი არაა, ყველა 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ და ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მივიყვანოთ!

ქუთაისის ტორპედოსა და მარტვილის მერანის საპასუხო დაპირისპირება 12 დეკემბერს შედგება და სტარტს 19:00 საათიდან აიღებს.

ფოტო: ქუთაისის ტორპედო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-მ საკლუბო რეიტინგი განაახლა - რომელ პოზიციას იკავებენ ქართული გუნდები
UEFA-მ საკლუბო რეიტინგი განაახლა - რომელ პოზიციას იკავებენ ქართული გუნდები