Aa
Aa

"კალიარის" ფანებმა მუნტარის შეურაცჰყოფა მიაყენეს

"კალიარისა" და "პესკარას" გუშინდელი მატჩისას, რომელიც სარდინიელებმა 1:0 მოიგეს, "პესკარას" განელ ნახევარმცველ სულეი მუნტარის გულშემატკივრებმა ზანგი უწოდეს და რასისტულ ნიადაგზე სხვადასხვა შეურაცჰყოფა მიაყენეს. 

აღსანიშნავია, რომ "კალიარის" ფანებისგან რასისტული შეძახილები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ისმოდა, რაზეც მუნტარიმ მსაჯსაც მოახსენა, თუმცა განელმა საბოლოო ჯამში 89-ე წუთზე მოედანი დატოვა და პროტესტი ამ სახით გამოხატა. 

"ეს ჩემი კანის ფერია". - მიმართა მან გულშემატკივრებს. 

მატჩის შემდეგ კი მანვე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მსაჯს მხოლოდ მოედანზე სიტუაციის გაკონტროლება არ ევალება. მან თამაშის გარშემო ყველაფერი უნდა მოაგვაროს. 

რეფერის ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებდა და შეიძლებოდა ინსულტი მიმეღო". 

32 წლის მუნტარი "პესკარას" რიგებში იანვრიდან მოყოლებული თამაშობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები