Aa Aa
24 ნოემბერი 2021  |  20:50

კიმიხს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბაიერნის" ნახევარმცველს იოზუა კიმიხს კორონავირუსი დაუდგინდა. Bild-ის ცნობით, ფეხბურთელს კოვიდზე დადებითი ტესტი დაუდასტურდა.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ კიმიხი აცრას გეგმავდა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანული კლუბის ფორვარდი ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგის ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ კიმიხი ბოლო დროს თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რისთვისაც მას ხელფასის ნაწილი ჩამოაჭრეს.

კიმიხი, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ერთკვირიანი კარანტინის შემდეგ 384 ათასი ევროს ზარალს ნახავს. ამჟამად კი მას დაახლოებით ორი კვირა გაუცდება.

1 ნოემბრიდან გერმანიამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციის გამო სამსახურის გაცდენისთვის თანამშრომლებს კომპენსაცია აღარ ეძლევათ, თუ ისინი არ იქნებიან ვაქცინირებული. ვაქცინირებულ თანამშრომლებს კოვიდის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ან დადასტურებისას იზოლაციაში ყოფნის დღეები ჩვეულებრივ აუნაზღაურდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
კაკაბაძის საოცარი გოლი - კრაკოვიამ გვილიას რაკუვი დაამარცხა