წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრ ზვერევი გახდა
ტურინში გამართული ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გერმანელი ალექსანდრ ზვერევი გახდა, რომელმაც ფინალში რუს დანილ მედვედევს ორ სეტში - 6:4, 6:4 სძლია.
ზვერევმა ორივე სეტში მოპოვებული ბრეიკი გამოიყენა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. ფინალი 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.
That is STUNNING on the run from @AlexZverev ????#NittoATPFinals pic.twitter.com/tbSQTlckyD
— ATP Tour (@atptour) November 21, 2021
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ზვერევმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში 7:6, 4:6, 6:3 დაამარცხა.
ალექსანდრ ზვერევმა თავის კარიერაში შემაჯამებელი ტურნირის მოგება მეორედ შეძლო.
ზვერევმა მიმდინარე წელს ოლიმპიური ოქროს მოგებაც შეძლო. შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, გერმანელი 2022 წელს თავისი პირველი დიდი სლემის მოგებას შეეცდება.
VICTOR-INO ????
— Tennis TV (@TennisTV) November 21, 2021
The moment @AlexZverev beat Medvedev 6-4 6-4 to win the 2021 #NittoATPFinals title! pic.twitter.com/RG1PnyxaU6