რთული მეტოქე - ბასილაშვილი ვენაში იასპარეზებს
Aa
Aa

რთული მეტოქე - ბასილაშვილი ვენაში იასპარეზებს

ვენის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. 1/16-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ესპანელ კარენო-ბუსტას დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილი პაბლო კარენო-ბუსტას მხოლოდ ერთხელ შეხვდა, 2018 წლის ჰამბურგის ღია პირველობის მეოთხედფინალში, თიხაზე ბასილაშვილმა ესპანელი ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა.

ვენის ღია პირველობის 1/16-ფინალურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.

ვენის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 1 550 950 ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები