ბრწყინვალე იპონი - პაატა ღვინიაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

ბრწყინვალე იპონი - პაატა ღვინიაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე პაატა ღვინიაშვილი ოქროსმედალოსანი გახდა.

90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა შვეუცარიელი მიკი ჩავანე იპონით დაამარცხა.

ფინალამდე ღვინიაშვილმა ფრანგ ალექსის გნორა პლანტარსა და ყაზახ კაირატ მაზკენოვს აჯობა.

დღესვე ვერცხლის მედალი იოსებ მარგველაშვილმა დაისაკუთრა. ფინალური შეხვედრა ჩვენმა ძიუდოისტმა ყაზახ მადი ნაბიევთან დათმო.

ფინალამდე მარგველაშვილმა უკრაინელ ანდრეი რიკოტას, ოქტავიან ტატამიროვსა და აზერბაიჯანელ აღამირზაევს მოუგო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები