რუსეთში დანაკლისით: „იმედია, ჩვენი თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება
Aa
Aa

რუსეთში დანაკლისით: „იმედია, ჩვენი თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება"

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა, „შავი ლომმა“ პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართა.

რაგბი ევროპის სუპერ თასზე, „შავი ლომი“ ისრაელის წარმომადგენელ „თელავივ ჰიტს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით - 33-10 დაამარცხა.

გუნდი პენზაში (რუსეთი) გაფრინდა და  „ლოკომოტივი პენზასთან" მორიგ შეხვედრას 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათიდან გამართავს.

ლევან მაისაშვილი - მთავარი მწვრთნელი

„გვქონდა მცირე ტრავმები, რასაც რეაბილიტაცია სჭირდებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშეს ფაიზერის ბუსტერით აცრა უწევდა, რადგან საფრანგეთში სხვა მხრივ არ შეუშვებენ. შედეგად, რამდენიმე დღე მათაც ვერ ივარჯიშეს და სრული შემადგენლობა დღეს შევიკრიბეთ. მიუხედავად ამისა, ნორმალურად ვართ მომზადებული და ვიტოვებთ იმედს, რომ პირველი თამაშის შემდეგ ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ, დავხვეწოთ დეტალები და მოთამაშეებს საერთაშორისო გამოცდილება მივცეთ.

სამწუხაროდ, დიდი ხნით გამოგვაკლდა სოსო მათიაშვილი. მან ჯვარედინი დაიზიანა და საოპერაციოა. ჯერ არ დაბრუნებულან მანამდე ტრავმირებული მოთამაშეებიც. მათგან ერთ ან ორ მორაგბეს ენისეისთან მატჩის წინ ველით.

თელავივის გუნდი ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ლოკომოტივს ის უპირატესობა აქვს, რომ შეთამაშებული გუნდია. მათ მაღალი, ჯანიანი ბიჭები ყავთ და სოლიდურად გამოიყურებიან დერეფანში, შეჯახებებში. ლოკომოტივში რამდენიმე ქართველი თამაშობს, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კარგად გამოიყურებიან“.

„შავი ლომი" აღმოსავლეთ კონფერენციაში „ენისეისთან" (რუსეთი), „ლოკომოტივი პენზასთან" (რუსეთი) და „თელავივ ჰითთან" (ისრაელი) ითამაშებს. დასავლეთ კონფერენციაში „ბრიუსელს დევილზი" (ბელგია), „დელტა" (ნიდერლანდები), „ლუსიტანოს XV" (პორტუგალია) და „იბერიანზი" (ესპანეთი) მოხვდნენ.

თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის, ფინალური შეხვედრა კი მაისშია დაგეგმილი.

ფოტო: რაგბის კავშირი

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები