ლუკა მატკავა, ბექა შვანგირაძე
Aa
Aa

შვანგირაძემ ლელოთი დაიწყო - მატკავას ბრწყინვალე მატჩი

გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთში უმაღლესმა სარაგბო დივიზიონმა TOP 14-მა სტარტი აიღო, ხოლო რანგით მეორე ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. სასიამოვნოა, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე პირველობაზე ქართველმა მორაგბემ გამოიჩინა თავი. თუ „ლიონს“ „კლერმონთან“ გამარჯვებაში ბექა შვანგირაძე დაეხმარა, „ოიონამ“ „ბიარიცი“ ლუკა მატკავას ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე დაამარცხა. თავდაპირველად შვანგირაძეზე გეტყვით, რომელიც ირაკლი აფციაურის და ბექა საღინაძის მსგავსად, რონისპირული კლუბის სასტარტოში იყო და ბრწყინვალე ლელოთი აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. სტუმართა შორის კი, ასევე ძირითადში გიორგი ძმანაშვილმა და გიორგი ახალაძემ იასპარეზეს. საბოლოო ჯამში კი ლიონელებმა 4-ქულიანი სხვაობით, 40:36 გაიმარჯვეს.

რაც შეეხება PRO D2-ს, „ოიონამ“ საკუთარ სტადიონზე „ბიარიცს“ 22-ქულიანი სხვაობით, 47:25 აჯობა, რაც დიდწილად ლუკა მატკავამ განაპირობა, რომელიც ცვლილებაზე შევიდა მოედანზე და ჯერ მისი გადაკიდებული პასის შემდეგ თანაგუნდელს ისღა დარჩენოდა ბურთი დაემიწებინა, ხოლო შემდეგ თავად ლუკამ აიღო მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი.

ცნობისათვის, „ოიონას“ ძირითადში იყვნენ ვანო კარკაძე და ვასილ ლობჟანიძე, ხოლო სტუმართა შორის კახა დარბაიძემ - სასტარტოში, გიორგი ნუცუბიძემ კი მარქაფადან ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიმბოლურში პირველივე ტურში - დარბაიძის ჩინებული სტარტი
სიმბოლურში პირველივე ტურში - დარბაიძის ჩინებული სტარტი