სიტი, პსჟ, ბაიერნი, ნიუკასლი და რეალი - ბრძოლა ჰოლანდისთვის და მისი მთავარი მოთხოვნა
Aa
Aa

სიტი, პსჟ, ბაიერნი, ნიუკასლი და რეალი - ბრძოლა ჰოლანდისთვის და მისი მთავარი მოთხოვნა

„დორტმუნდის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით ევროპული ფეხბურთის გრანდები ინტერესდებიან. ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოწინავე პოზიციები „მანჩესტერ სიტის“, პსჟ-სა და „ბაიერნს“ უკავიათ და „რეალს“ სამივე მათგანი უსწრებს.

„პარი სენ-ჟერმენს“ ჰოლანდი, მესი, ნეიმარი ტრიოს ხილვა სურს და მინო რაიოლასი ეიმედება. ეს უკანასკნელი ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი გახლავთ და პარიზელთა ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ბაიერნი“ ელოდება, ჰოლანდი „დორტმუნდის“ დატოვების სურვილს როდის გამოთქვამს. თუ ეს არ მოხდა, მიუნხენელები რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდებიან. „რეკორდმაისტერში“ ფრთხილობენ, რადგან თვლიან, რომ არის შანსი, პოლონელმა შემტევმა კლუბის შეცვლა მოითხოვოს.

AS-ის ცნობით, ამ ეტაპზე, „რეალის“ შანსები არც თუ ისე მაღალია და ერთადერთი, რაც „სამეფო კლუბს“ შეუძლია, გახლავთ ის, რომ ჰოლანდს მბაპეს მხარდამხარ თამაში შესთავაზოს, ეს კი შორეული პერსპექტივაა. ზემოთ ხსენებულ კლუბებს ბოლო პერიოდში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდათ. ჰოლანდის შეძენას „ნიუკასლი“ განიხილავს და მის გადაბირებას 2022 წლის ზაფხულში შეეცდება.

ESPN-ის მიხედვით, ჰოლანდის დაყოლიების ნებისმიერ მსურველს სერიოზული ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს. როგორც ირკვევა, ნორვეგიელს ხელფასის სახით, მინიმუმ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღება სურს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები