„მოგესალმებით ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქიდან“ - უკრაინელი კომენტატორი პირდაპირ ეთერში
Aa
Aa

„მოგესალმებით ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქიდან“ - უკრაინელი კომენტატორი პირდაპირ ეთერში

უკრაინელმა კომენტატორმა, სერგეი ლუკიანენკომ ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვის „სპარტაკი“ და „ლესტერი“ დაუპირისპირდნენ, დაიწყო განცხადებით, რომელიც სამშობლოში ბევრმა მოუწონა, რუსეთში კი ბევრმა გააკრიტიკა.

„საღამო მშვიდობისა ყველას. მოგესალმებით მოსკოვიდან - აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქიდან.

გასაგებია, რომ როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიდი სურვილი მაქვს, რომ სპარტაკი ლესტერთან დამარცხდეს, რადგან ამ სპორტში აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთი - ქვეყანა, რომელსაც საკუთარ მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრება არ შეუძლია, თუმცა ბუნებრივია, როგორც კომენტატორი, ვეცდები, რომ ამ შეხვედრაზე მაქსიმალურად ნეიტრალურად ვიმუშაო“.

შეგახსენებთ, რომ „სპარტაკისა“ და „ლესტერის“ მატჩი „მელიების“ გამარჯვებით დასრულდა. ბრიტანელებმა 4-3 იმარჯვეს და მათი წარმატება პეტსონ დაკას დამსახურებაა, რომელმაც საოცარი შეხვედრა ჩაატარა და თავი პოკერით გამოიჩინა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები