ბარსას პირველი მოგება და პიკეს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ბარსას პირველი მოგება და პიკეს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ბარსელონამ“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

„ბარსას“ მხრიდან გოლი ხერარდ პიკემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კარში ზუსტად პირველად დაარტყეს და სადებიუტო გოლიც დღეს გაიტანეს.

„ელ კლასიკოს“ წინ, „ბარსელონამ“ კიეველებთან მატჩის მინიმალური ძალებით მოგება სცადა, რაც გამოუვიდათ კიდეც. მირჩა ლუჩესკუს გუნდი „კამპ ნოუზე“ ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა.

კუმანის გუნდს 3 ქულა აქვს და ამჯერად „ბაიერნის“ იმედად არის, რომელმაც ლისაბონის „ბენფიკას“ ორივე მატჩი უნდა მოუგოს, რომ „ბლაუგრანა“ სატურნირცო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღზევდეს.

საინტერესო ფაქტი

„დინამოს“ კარში გატანილი გოლი პიკესთვის ტურნირზე მე-16 გამოდგა, რომლითაც მან თანამემამულე სერხიო რამოსი (15) ჩამოიტოვა.

პიკე ამ მაჩვენებლით მცველთა შორის რობერტო კარლოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახლავთ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები