Aa Aa
17 ოქტომბერი 2021  |  04:35

არის ფინალი - ბასილაშვილმა ფრიტცი დაამარცხა და ისტორია დაწერა

ინდიან უელსის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ორ სეტში 7:6 (7:5), 6:3 მოუგო და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი თავი დაწერა.

1 საათსა და 43 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში ბასილაშვილმა თავისი საუკეთესო ფორმის დემონსტრირება მოახდინა და ამერიკელ მეტოქეს სეტის მოგების შანსიც არ მისცა.

ფრიტცმა პირველ სეტში ჩაწოდების ხარჯზე ტაიბრეიკამდე მისვლა შეძლო, სადაც ნიკა უკეთესი იყო და 7:5-ის მოგება შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანა ხაზიდან და გათამაშებებისას ბასილაშვილი სოლიდურ უპირატესობას ფლობდა. ასევე მეორე ჩაწოდებებზე ნიკამ 60%-ის მოგება შეძლო, რაც მის უპირატესობას ნათელს ხდიდა.

მეორე სეტში ბასილაშვილმა 2:2-ზე ბრეიკის შესრულება შეძლო და 5:2-საც იგებდა. საბოლოოდ, მეტოქეს უკუბრეიკის საშუალება არ მისცა და ტაბლოზე 6:3 დააფიქსირა.

ბასილაშვილი კარიერაში პირველად მასტერსის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში გრიგორ დიმიტროვს ასევე ორ სეტში 6:2, 6:4 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ფინალი 18 ოქტომბერს, გამთენიისას 03:00 საათზეა ჩანიშნული. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 9 146 125 დოლარს შეადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage