სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "არ არის სამართლიანი, რომ ასეთი რამ ტელევიზიით გადაიცა"

„ევერტონთან“ მატჩში, როცა ოლე გუნარ სულშერმა რონალდუ თადარიგში დატოვა, მისი გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა. ნორვეგიელს ნაბიჯი არ მოუწონა არც სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ ფერგი UFC-ის ყოფილ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს მატჩზე ესაუბრებოდა და ასეთი რამ თქვა - „უძლიერესი ფეხბურთელები სასტარტოში უნდა იყვნენ“. - რა თქმა უნდა, სერ ალექსი რონალდუს თადარიგში დატოვებაზე საუბრობდა.

ფერგიუსონმა ასევე დაამატა, რომ „ევერტონს“ საკუთარი თავის რწმენა შეემატა, რადგან მოედანზე რონალდუ არ იმყოფებოდა.

ჟურნალისტებმა სულშერს ამის შესახებ ჰკითხეს, რაზეც „ოლემ“ ასე უპასუხა:

„ამის შესახებ საკმაოდ მშვიდად ვარ. არ არის სამართლიანი, რომ ასეთი რამ ტელევიზიით გადაიცა. დარწმუნებული ვარ სერ ალექსმა იცის, რომ ამის გამო არ შევწუხებულვარ. ჩვენ რონალდუს მოედანზე ნახვა ყველა მატჩში გვსურს, რადგან ის უნიკალურია, თუმცა ფაქტია, რომ მას ყველა შეხვედრის ჩატარება არ შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ „ევერტონს“ ხსენებული მატჩი ვერ მოუგო (1:1). „წითელი ეშმაკები“ ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები