ბასილაშვილი:
Aa
Aa

ბასილაშვილი: "არ მიკვირს, რომ მოვიგე"

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე სტეფანოს ციციპასის დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა:

„ამ ტურნირზე მართლაც შესანიშნავი შეხვედრები ჩავატარე. არ ვარ ბედნიერი იმით, თუ როგორც ვითამაშე დღეს, მაგრამ ბედნიერი ვარ, თუ როგორ გავუმკლავდი ჩემს სტრესს. პირველად მეოთხედფინალში, დიდ კორტზე და სტეფანოსი არის ძალიან რთული მეტოქე. ჩემი ფიზიკური ფორმა უნდა შევინარჩუნო, ენერგიის დონე, რადგან მართლაც კარგ ფორმაში ვარ. ვიცოდი, რომ დღეს ცოტა სტრესულ მდგომარეობაში ვიქნებოდი.

ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობდი და ახლა კარგ ფორმაში ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ სტრესული მომენტები დავძლიე. ჩემი გამარჯვებით გაკვირვებული სულაც არ ვარ. საუკეთესო იყო თუ არა ეს თამაში ჩემთვის? არა. როდესაც დოჰაში როჯერ ფედერერი დავამარცხე საუკეთესო ის იყო, რადგან როჯერი ჩემი კერპია, ისევე, როგორც ყველასი.

კორტის საფარი ჩემს სათამაშო სტილს არ შეესაბამება და ბურთი მოედანზე ასხლეტისას მაღლა ხტება, მაგრამ წელს მე კარგად ვთამაშობ“.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილისთვის ეს კარიერაში საუკეთესო შედეგია. აქამდე ნიკა მასტერსზე ნახევარფინალამდე არასდროს მისულა.

აქვე გეტყვით, რომ 17 ოქტომბერს ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 39-ე ჩოგანი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში 4:6, 6:3, 7:6(3) დაამარცხა და კარიერაში პირველად ტოპ 5-ში მყოფ ჩოგბურთელს მოუგო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები