პოჩეტინო:
Aa
Aa

პოჩეტინო: "რამოსი დიდი ჩემპიონია, მის დონესა და ნიჭში ეჭვი არავის ეპარება"

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ დრომდე ტრავმირებულია და გუნდში მისი დებიუტი ჯერაც არ შემდგარა.

„სამწუხაროდ რამოსი გუნდთან ერთად ჯერ არ ვარჯიშობს, მაგრამ ის ამასთან ახლოს არის. იმედი მაქვს ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. მისი აღდგენითი პროცესის ტემპით კმაყოფილი ვარ.

ის დიდი ჩემპიონია. მის დონესა და ნიჭში ეჭვი არავის ეპარება. ამჟამად მას საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა რამოსი ძლიერია.

რამოსი ნაკრებში? ვიმედოვნებ ის დაბრუნდება, თუმცა ეს კითხვა ლუის ენრიკეს ეკუთვნის და არა მე. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია“.

პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზეც ისაუბრა

„პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნება უნდა იყოს და არა მოვალეობა. ფეხბურთელს შეკვეთით თამაში არ შეუძლია. მათ გამარჯვების სურვილისა და ოცნების გამო უნდა ითამაშონ.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არის ჩელსი, რადგან ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან. პსჟ უბრალოდ კონკურენტია. ტუხელის გუნდი ძალიან გაძლიერდა, მათ ამაში ბევრი ფული ჩადეს, შესაძლოა ჩვენზე მეტიც“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები