Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  15:15

ლაშა ბექაურის წინსვლა - ტატო გრიგალაშვილი რეიტინგის ლიდერია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა,სადაც ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური დაწინაურდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტი ამ მომენტისთვის ერთი საფეხურით დაწინაურდა და 6130 ქულით წონის ლიდერია, ხოლო საერთო ჩათვლაში კი მეორე პოზიციაზე იმყოფება. 6667 ქულით კი ლიდერ კვლავ ტატო გრიგალაშვილია.

7 წონით კატეგორიიდან კი ქართველები უპირატესობას 73, 81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში არ უთმობდნენ. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი კი 5175 ქულით წონის ლიდერია.

დანარჩენი ქართველი ძიუდოისტები კი ასე გამოიყურებიან :

60 კგ. -  17. თემურ ნოზაძე (2174); 20. ლუხუმ ჩხვიმიანი (1878); 47. გიორგი სარდალაშვილი (700); 76. ჯაბა პაპინაშვილი (320); 96. შაქრო შათირიშვილი (182).

66 კგ. -  2. ვაჟა მარგველაშვილი (4530); 28. ბაგრატი ნინიაშვილი (1458).

73 კგ.1. ლაშა შავდათუაშვილი (5175); 32. ნუგზარ ტატალაშვილი (1240); 57. ალეკო მამიაშვილი (580); 96. ფრიდონ გიგანი (250).

81 კგ.1. ტატო გრიგალაშვილი (6667); 32. ლუკა მაისურაძე (1405); 48. გიორგი შერაზადიშვილი (720); 72. ვლადიმირ ახალკაცი (430).

90 კგ.1. ლაშა ბექაური (6130); 11. ბექა ღვინიაშვილი (3120); 59. ავთანდილ ჭრიკიშვილი (485); 80. უშანგი მარგიანი (260).

100 კგ. – 3. ვარლამ ლიპარტელიანი (4929); 9. ილია სულამანიძე (3439); 35. ონისე სანებლიძე (985); 78. გიორგი ჩიქოვანი (290); 96. მიხეილ ჯაფარიძე (182);

+ 100 კგ. – 5. გელა ზაალიშვილი (3794); 9. გურამ თუშიშვილი (3178); 31. საბა ინანეიშვილი (1266); 32. ლევან მატიაშვილი (1248); 56. ირაკლი დემეტრაშვილი (350); 88. ადამ ოქრუაშვილი (160).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში