ბასილაშვილის გამარჯვება: ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალშია
Aa
Aa

ბასილაშვილის გამარჯვება: ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალშია

ინდიან უელსის მასტერსის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 48-ე ჩოგანი ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი სამ სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილისა და ესპანელის დაპირისპირება მეორედ შედგა, პირველად ერთმანეთის წინააღმდეგ 2018 წელს დოჰაში იასპარეზეს და გამარჯვება ქართველმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. დღევანდელი შეხვედრაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა გამარჯვებით დაასრულა.

მიმდინარე ტურნირზე 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი შეხვედრა კრისტოფერ იუბენქსთან გამართა და მეტოქე ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.

ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. ქართველი რუსს ხუთჯერ დაუპირისპირდა, სამი შეხვედრა ბასილაშვილმა მოიგო, ორი კი - რუსმა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 9 146 125 აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები