ახალი გამოწვევა - ლაშა ბექაურს ქართულ ფილმში გადაიღებენ
Aa
Aa

ახალი გამოწვევა - ლაშა ბექაურს ქართულ ფილმში გადაიღებენ

ოლიმპიურ ჩემპიონ ძიუდოისტს, ლაშა ბექაურს ქართულ ფილმში გადაიღებენ.

გავრცელებული ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „სპორტის საათში“ დაადასტურა.

„ასწრებს ყველაფერს.ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მე როგორც ვიცი ქართული ფილმია, 9 ძმასთან დაკავშირებით. მაგრამ არ მინდა შემეშალოს. ერთ-ერთი ძმის როლს შეასრულებს“– აღნიშნა ათაბეგაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი ფილმში უკვე გადაიღეს, სადაც ქართველმა ჰალკმა არაბი მეომრის როლი შეასრულა. ცოტახნის წინ კი კინოს „სამოთხის ქალის“ თრეილერი გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები