ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი: ვეკუამ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 96 კგ კატეგორიაში გურამ ვეკუამ ატაცში 143-146-148 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ვეკუამ ჩინებულად იასპარეზა და მწვრთნელის მითითებები მაღალ დონეზე შეასრულა.
ვეკუამ აკვრაში 177-180 კილოგრამი დააფიქსირა და აქაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ანალოგიური შედეგი მიიღო ორჭიდის ჯამშიც და (328 კილოგრამი) მესამე მედალი მოიპოვა.
გარდა ამისა ძალოსანმა ატაცში 1 კილოგრამით საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი