ბარსა სტერლინგის იჯარას გეგმავს - დემბელეს გაყიდვა რეალურია
Aa
Aa

ბარსა სტერლინგის იჯარას გეგმავს - დემბელეს გაყიდვა რეალურია

„ბარსელონასა“ და სტერლინგის შესახებ სულ უფრო მეტი იწერება. ესპანური Sport-ი ამჯერად იუწყება, რომ კატალონიელები იანვარში ინგლისელის იჯარის წესით დამატებას შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, ბევრი რამ არის დამოკიდებული დემბელეს ახალ კონტრაქტზე. თუ, ფრანგი ხელფასის შემცირებას და ხელშეკრულების 2025 წლამდე გაგრძელებას დათანხმდება, კლუბი მის პოზიციაზე ახალ მოთამაშეს არ დაიმატებს, თუმცა არის ვარაუდი, რომ უსმანი ასეთ პირობებს არ მიიღებს.

აქედან გამომდინარე, „ბარსა“ თადარიგს იჭერს და სტერლინგის გასაფორმებლად ნიადაგს ამზადებს.

ესპანურ პრესაში ასევე ისიც დაიწერა, რომ დემბელე კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოედანზე სათამაშოდ ვეღარ გავა. კლუბი კი მას იანვარშივე გაყიდის.

„ბარსელონას“ დირექტორი მატეუ ალემანი სტერლინგის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის დეტალებზეც გაესაუბრა. მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.

სტერლინგს „სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წელს უსრულდება და გახანგრძლივებას არ გეგმავს, რადგან პეპ გუარდიოლას გუნდში მას სათამაშო დრო შემცირებული აქვს. ინგლისელი გუნდის შეცვლის სურვილს უკვე გამოთქვამს.

„ბარსას“ იჯარას პლუს გამოსყიდვის ვალდებულება სურს. ვნახოთ როგორი იქნება „ქალაქელთა“ პოზიცია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები