ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ჩემ გუნდს ჯერ არაფერი გაუკეთებია"

"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალის პირველ მატჩში, "ბარსელონასთან" მოგებული 3:0-ის შემდეგ, "იუვენტუსის" თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ეს მხოლოდ ნახევარია, ჩათვალეთ, რომ დღეს პირველი ტაიმი ვითამაშეთ. 

სეზონის დამთავრებამდე კიდევ თვე-ნახევარია. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ არც "სკუდეტო" მოგვიგია, არც იტალიის თასი და არც "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში გავსულვართ. 

რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაში თავდაჯერებულობას გვმატებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ფორმაციის გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. 

ბედნიერები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ, თუმცა ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. ჯერ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 

ჩვენმა მეტოქემ წინა რაუნდში "პსჟ"-ს 6 გოლი გაუტანა, შესაბამისად, ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველის". - განაცხადა ალეგრიმ. 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი თამაში, "ნოუ კამპზე", 19 აპრილს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები