სკანდალი NBA-ში - 18 ექს-კალათბურთელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
Aa
Aa

სკანდალი NBA-ში - 18 ექს-კალათბურთელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სკანდალი აგორდა და NBA-ის 18 ექს-კალათბურთელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. NBC-ის ინფორმაციით, მოთამაშეებმა თაღლითური სქემის დახმარებით, NBA-ის ჯანმრთელობის დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამიდან დაახლოებით 4 მილიონი დოლარი მიიღეს.

სამართალდამცველების მიხედვით, კალათბურთელებმა ლიგას სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურეობის მიღების სანაცვლოდ გაწეული ხარჯების ამსახველი ყალბი საბუთები წარუდგინეს, რომლებიც რეალურად, მათ არასდროს მიუღიათ. NBC-ის ცნობით, თაღლითური სქემის ავტორი ტერენს უილიამსი გახლავთ, რომელიც 2009 წელს, მე-11 ნომრად აირჩიეს.

დაკავებულთა შორის რამდენიმე ცნობილი კალათბურთელის სახელიც ფიგურირებს. მაგალითად, ტონი ალენი გარკვეული დროის განმავლობაში, ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად ითვლებოდა, გლენ დევისი კი „ბოსტონ სელტიქსის“ სასტარტო ხუთეულის მოთამაშე გახლდათ.

ალენისა და დევისის გარდა, სამართალდამცველებმა ალან ანდერსონი, შენონ ბრაუნი, უილიამ ბაინამი, კრისტოფერ დაგლას-რობერტსი, მელვინ ილაი, ჯამარიო მუნი, დარიუს მაილსი, მილტონ პალასიო, რუბენ პატერსონი, ედი რობინსონი, გრეგორი სმიტი, სებასტიან ტელფეირი, ჩარლზ უოტსონ ჯუნიორი, ენტოინ რაითი, ენტონი როთენი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები