ტებასი:
Aa
Aa

ტებასი: "პსჟ-ს იმხელა შემოსავალი არ აქვს, რომ 600 მილიონიანი შემადგენლობა ჰყავდეს"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი პსჟ-ს სატრანსფერო ბაზარზე მოქმედებისთვის და ზოგადად ფინანსური მდგომარეობის მართვის გამო აკრიტიკებს. ესპანელი თვლის, რომ პარიზელები არასწორი წესებით თამაშობენ.

„მე ვაკრიტიკებ პსჟ-ს ნეიმარისა და მესის მოპარვისთვის? ასე ფიქრი საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავს. მე პარიზელებს ვაკრიტიკებ იმისთვის, რომ მათ ამხელა თანხები არ გამოუმუშავებიათ, რათა შემდეგ მსგავსი ტრანსფერები განეხორციელებინათ.

ეს ყველაფერი საფეხბურთო ეკონომიკაში კონკურენციას ამახინჯებს. რეალურ სპონსორებსა და კონტრაქტებს არ შეესაბამება.

როგორ შეუძლია პსჟ-ს განგვიმარტოს, რომ მათ 600 მილიონი ევროს ღირებულების შემადგენლობა ჰყავთ? თუ ისინი ლიგა 1-ს მოიგებენ, ამისთვის არაუმეტეს 45 მილიონ ევროს მიიღებენ.

მე მოვიწვიე პსჟ-ს პრეზიდენტი და საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი, რათა ეჩვენებინათ რა რიცხვები გვაქვს სად არის დარღვევები. მათ არ მიპასუხეს. ისინი მზად არიან გამაკრიტიკონ. შემიძლია ციფრების დახმარებით ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისა და თაღლითობის შესახებ დავამტკიცო. სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა.

მესის ტრანსფერამდე პსჟ-მ სპონსორებისგან 40%-ით მეტი თანხა მიიღეს, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედმა“. ასეთ კონტრაქტებს საბაზო ღირებულებები აქვს.

დარჩებიან თუ არა მესი და ნეიმარი პსჟ-ში ეს არ მაინტერესებს. უბრალოდ ყველაფერი ძალიან საზიანოა ევროპული ფეხბურთისთვის. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ამაზე ლაპარაკობს. პსჟ სანქციებს ერთი პროცედურული შეცდომის გამო გადაურჩა და არა არსებითად.

შეუძლია თუ არა პსჟ-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის მოთხოვნების დაკმაყოფილება? ის, რასაც ახლა ვხედავთ სხვა რამ არის. სახელმწიფო კლუბები, რომლებიც ინვესტიციას ლიმიტების გარეშე ახდენენ, ფეხბურთს დესტაბილიზაციას უწევენ“.

- ციტირებს ტებასის სიტყვებს Goal-ი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები