კიელინი: „იმედს ვიტოვებ, რომ ოქროს ბურთს ჟორჟინიო მიიღებს
Aa
Aa

კიელინი: „იმედს ვიტოვებ, რომ ოქროს ბურთს ჟორჟინიო მიიღებს"

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველს, ჟორჟინიოს საოცარი სეზონი ჰქონდა: იტალიელმა  ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, UEFA-მ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ჟორჟინიოს შთამბეჭდავ სეზონს ჯორჯო კიელინი გამოეხმაურა. იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა იმედი გამოთქვა, რომ ოქროს ბურთს ჟორჟინიო ჩაიბარებს:

იმედს ვიტოვებ, რომ ოქროს ბურთს ჟორჟინიო ჩაიბარებს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და მეგობარია. ამას პირველივე ვარჯიშზე მივხვდი. ჟორჟინიო იმ დაუვიწყარი ემოციების მონაწილეა, რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება.

მას შესანიშნავი ტექნიკური მაჩვენებლები აქვს, თუმცა მისი სიძლიერე მის აზროვნებაშიცაა. ბევრი ამბობდა, რომ ის თამაშს მხოლოდ სარის ხელში შეძლებდა, მაგრამ ასე არ არის - სადაც არ უნდა წავიდეს, ის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენს. გულწრფელად მსურს, რომ ოქროს ბურთი მისი იყოს.

France Fooltball-მა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი დაასახელა. 29 ნოემბერს, პარიზში შატელეს საოპერო თეატრში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი, ფინალისტი კანდიდატების ვინაობას კი 8 ოქტომბერს გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი ოქროს ბურთის ბოლო გამარჯვებულია. 2019 წლის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია აღარ გამართულა, რადგან 2020 წელს პანდემიის გამო წლის საუკეთესო მოთამაშე არ დასახელებულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები