ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 28 წლის გახდა: „ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგი ძალოსანი ვყოფილიყავი
Aa
Aa

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 28 წლის გახდა: „ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგი ძალოსანი ვყოფილიყავი"

დღეს, თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის გამორჩეული ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე 28 წლის გახდა. 

ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა (2016, 2020). მის ანგარიშზე  მსოფლიოს ოთხი და ევროპის ხუთი ოქროს მედალია.

ლაშა ტალახაძემ ტოკიო 2020-ზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

ძალისმიერი სპორტის სახეობები თავიდანვე მომწონდა, ძალოსნობა მამაჩემის გამო გადავწყვიტე. ვარჯიში საჩხერის რაიონში დავიწყე, სადაც რამდენიმე წელი ჩემი მწვრთნელი მამაჩემი იყო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლების დახმარებით თბილისში წამოვედი და ვარჯიში გავაგრძელე.

გიორგი ასანიძე ჩემით მაშინვე დაინტერესდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგი ძალოსანი, კარგი სპოტსმენი ვყოფილიყავი. საბოლოო ჯამში, მათი იმედები გავამართლე და დღემდე, ამ მონდომებით ვმუშაობ.

ლაშა ტალახაძე კომპანია Crystalbet-ის სახე მიმდინარე წლის მაისში გახდა.

CrystalSport-ის გუნდი ულოცავს ლაშას დაბადების დღეს და წარმატებას უსურვებს შემდეგშიც!

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები