Aa Aa
30 სექტემბერი 2021  |  17:27

კონტე: "ჩელსიმ ჯერ არ იცის, როგორ გამოიყენოს ლუკაკუ"

„ინტერისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსი“ „ჩელსის“ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტომას ტუხელმა ჯერ რომელუ ლუკაკუს სწორად გამოყენება არ იცის.

„მე ვფიქრობ, რომ ინტერში რომელუსთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში შესანიშნავად ვიმუშავე.

ლუკაკუ ძალიან სპეციფიური თავდამსხმელია. ძალიან საშიშია, როდესაც საჯარიმოშია და როდესაც ცენტრიდან ასწრაფებას იწყებს. მას შეუძლია ძალიან მაღალი სისწრაფე განავითაროს. ძნელია იპოვო ცენტრფორვარდი, რომელსაც ცენტრიდან ასე გაქცევა შეუძლია.

იგივე მახასიათებლებს ერლინგ ჰოლანდშიც ვხედავ. ლუკაკუს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ჩელსიში მისი გაფორმება მინდოდა, მაშინაც კი როცა ის ვესტ ბრომვიჩში თამაშობდა.

მატჩის მსვლელობისას შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ლუკაკუს თამაშში შესვლა სჭირდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის არის მოთამაშე, რომლის წინააღმდეგ თამაში ურთულესია.

ჩემი აზრით, ჩელსიმ ჯერ არ იცის, როგორ გამოიყენოს ლუკაკუ. გასულ სეზონში მათ სუფთა ცენტრფორვარდი არ ჰყოლიათ. გუნდს ამ პოზიციაზე როტაცია ჰქონდა. რომელუ შეტევაში ნამდვილი დასაყრდენია. თუ ისინი შეტევაში მის გამოყენებას ისწავლიან, ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდის დამარცხება უკიდურესად რთული იქნება“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage