რონალდუმ მომწერა:
Aa
Aa

რონალდუმ მომწერა: "კარგად არ მითამაშია, მაგრამ ვიცოდი, რომ გავიტანდი"

კრიშტიანუ რონალდუს გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ, „იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში ტექსტური შეტყობინება გააჟღერა, რომელიც პორტუგალიელმა მას მატჩის შემდეგ გაუგზავნა.

„მან მომწერა: „კარგად არ მითამაშია, მაგრამ ვიცოდი, რომ გავიტანდი“.

იუნაიტედის თამაში არ ყოფილა შესანიშნავი, ის არ იყო იმ დონეზე როგორიც სულშერს სურს. მაგრამ, როდესაც გოლი გვჭირდება, მომენტი, რომ გააცოცხლო გუნდი, სტადიონი, ასეთ დროს რონალდუ გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს.

მას სურს, რომ იყოს ბიჭი, რომელსაც შანსი ეძლევა. გოლებზე მისი რეკორდი ყველაფერზე მეტყველებს. ის აქ ასეთი დიდი მომენტებისთვის არის.

როცა კრიშტიანუს მსგავსი ფეხბურთელი გყავს, გასახდელში მოთამაშეებს დამატებითი სიცოცხლე ეძლევათ. მათ იციან, რომ თუ შანსი იქნება, ის მას გამოიყენებს. ეს ყველაფერი შენ მშვიდად ყოფნის საშუალებას გაძლევს.

როდესაც დრო გადის, მეტ ზეწოლას განიცდით, პანიკაში ვარდებით. ჩვენ თავშეკავებულები ვიყავით, რადგან გვჯეროდა, რომ შანსი გვექნებოდა“.

რონალდუ და რეკორდები

ვილიარეალის კარში გატანილი გოლი რონალდუსთვის 90+ წუთზე გატანილი მე-12 ბურთი იყო. საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ მატჩებზე. კრიშტიანუს უახლოესი მდევარი ლეო მესია. არგენტინელმა 90-ე წუთზე ან მის შემდეგ 6 გოლის გატანა შეძლო.

ზოგადად გამარჯვების მომტანი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ ერთპიროვნული რეკორდსმენია - მის ანგარიშზე 41 ასეთი გოლია. მეორე ადგილს 38 გოლით მესი იკავებს.

ასევე - ვილიარეალის კარში გატანილი გოლი იუნაიტედისთვის ტურნირის ისტორიაში ყველაზე გვიან გატანილი ბურთია, რომლითაც გუნდმა თამაშის მოგება შეძლო. რონალდუმ მისი ამჟამინდელი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის რეკორდი დაამხო, რომელმაც 1999 წლის ფინალში ბაიერნს 93-ე წუთზე გაუტანა.

მესამე ადგილზეც რონალდუ იმყოფება. 2007 წელს კრიშტიანუმ ლისაბონის სპორტინგს გამარჯვების მომტანი გოლი 92-ე წუთზე გაუტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები