სონეგოს გამარჯვება - ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს დაემშვიდობა
Aa
Aa

სონეგოს გამარჯვება - ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს 23-ე ჩოგანს, ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიელის გამარჯვებით 6:3, 6:4 დასრულდა.

ამ შეხვედრამდე ბასილაშვილი-სანეგოს დაპირისპირება ორჯერ შედგა, 2020 წლის რომის მასტერსზე გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა, ხოლო 2021 წელს ბასილაშვილმა სონეგოს ტოკიოს ოლიმპიადაზე სძლია.

სან დიეგოს ტურნირის საპრიზო ფონდი 600,000 დოლარს შეადგენს, ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, სან დიეგოს ტურნირში გამოსვლამდე ქართველი ჩოგბურთელი მეცის ტურნირზე ასპარეზობდა. სადაც მეოთხედფინალში 35 წლის გაელ მონფილსთან ორ სეტში - 3:6, 3:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები