მეციდან სან დიეგოში - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

მეციდან სან დიეგოში - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ ამერიკაში დაბრუნდა და სან დიეგოს ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 600,000 დოლარს შეადგენს და გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბასილაშვილის პირველი მეტოქე მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, იტალიელი ლორენცო სონეგოა. ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს ამ დრომდე ორჯერ დაუპირისპირდნენ.

2020 წლის რომის მასტერსზე გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა, ხოლო 2021 წელს ბასილაშვილმა სონეგოს ტოკიოს ოლიმპიადაზე სძლია.

შეგახსენებთ,რომ ბოლოს ქართველი ჩოგბურთელი მეცის ტურნირზე ასპარეზობდა. სადაც მეოთხედფინალში 35 წლის გაელ მონფილსთან ორ სეტში - 3:6, 3:6 დამარცხდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები