Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  09:03

''უნდა მომკლა, რომ დამამარცხო'' - დვალიშვილი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ

UFC-ში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მან ბრაზილიელი მერლონ მორაეში ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.

მორაეში საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. მას წარსულში ჟოზე ალდო და ალჯემაინ სტერლინგი დაუმარცხებია, თუმცა ამ ეტაპზე წარუმატებლად გამოდის, UFC-ში ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.

''გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით ახლა, როცა ძლიერ მეტოქეს ამარცხებ. მორაეში სწორედ ასეთია. მე ვარ მებრძოლი, მარცხს გადავურჩი და ბრძოლა გავაგრძელე. მეც დავზიანდი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემი მეტოქე. უნდა მომკლა, რომ დამამარცხო. 4 წლის წინ UFC-ში მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ ახლა აქ ვარ.იშრომეთ და იმუშავეთ თქვენი ოცნებებისთვის. უნდა გქონდეთ მიზანი და ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერს მიაღწევთ''.

ამ გამარჯვების შემდეგ, მოსალოდნელია. რომ მერაბ დვალიშვილი რეიტინგში წინ წაიწევს და მოწინავე ათეულს შეუერთდება. ქართელი ამჟამად მე-11 პოზიციაზეა, მისი მეტოქე მორაეში კი მე-6 ადგილს იკავებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში